"ბარსელონას" ვიტორ როკეს ტრანსფერზე დაყენება უნდა. ბრაზილიელ თავდამსხმელს 40 მილიონ ევროდ აფასებენ, - იუწყება SPORT.
19 წლის შემტევი "მანჩესტერ სიტისთან" გამთენიისას ჩატარებულ ამხანაგურ მატჩშიც უფერულად გამოიყურებოდა. ცხადია, ამან მისი გუნდში დაბრუნების შანსი კიდევ უფრო შეამცირა.
SPORT-ის შეფასებით, ვიტორი მთელი შეხვედრის განმავლობაში დაბნეულად და დაკარგულად გამოიყურებოდა. ამაში თავისი წვლილი იმანაც შეიტანა, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჰანსი ფლიკმა პაუ ვიქტორი განამწესა, ვიტორი კი მისთვის შედარებით ნაკლებად კომფორტულ როლში, მარცხენა გარემარბად ათამაშა.
ბუნებრივია, თუ გერმანელი სპეციალისტი რობერტ ლევანდოვსკის არყოფნაში ცხრიანად ვიქტორს აყენებს, ეს როკეს კატალონიურ მომავალზე კარგს არაფერს უნდა ამბობდეს.
წყაროს თანახმად, ახალგაზრდა შემტევით რომის "ლაციოა" დაინტერესებული. "არწივები" სატრანსფერო ბრძოლაში ჩაერთვნენ და ახლა ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად განიხილებიან.
შეგახსენებთ, რომ როკე "ბლაუგრანას" იანვარში შეუერთდა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 16 ოფიციალურ მატჩში მან 2 გოლი გაიტანა