TodosFichajes.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიოს სტამბოლის "ფენერბახჩეში" "ბარსელონას" გერმანელი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის წაყვანა უნდა.
33 წლის ვარსკვლავს "ბლაუგრანასთვის" ჯერ კიდევ არ გაუცია დაზუსტებული პასუხი იმაზე, მომდევნო სეზონშიც მათ ღირსებას დაიცავს თუ არა. ცნობილია ისიც, რომ ილქაის შეთავაზებები მრავლად აქვს. მისით არაბული და კატარული კლუბები არიან დაინტერესებულნი.
"ფენერი" ილქაის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მთავარ დანამატად განიხილავს. სტამბოლელებმა უკვე დაიწყეს "მანჩესტერ სიტის" ყოფილი კაპიტნისთვის თავიანთი პროექტის გაცნობა.
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი "ბლაუგრანას" 2023 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში 5 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.