1 თვის წინ
ამის უკან "ბარსას" უფროსობა დგას - რას ფიქრობს ჩავის გარემოცვა
ამის უკან "ბარსას" უფროსობა დგას - რას ფიქრობს ჩავის გარემოცვა

ბოლო დროს გამოქვეყნებულ ინტერვიუებში "ბარსელონას" ფეხბურთელები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ მას შემდეგ, რაც გუნდს სათავეში ჰანსი ფლიკი ჩაუდგა, ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებას გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა.

გერმანელი სპეციალისტის მიერ შეცვლილი მოცემულობის შესახებ წერენ ესპანურ პრესაშიც.

ჟურნალისტ რამონ სალმურის ცნობით, "ბარსას" ყოფილი თავკაცის, ჩავი ერნანდესის გარემოცვაში ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრის უკან "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა დგას.

კატალონიური გრანდის უფროსობაში უნდათ გაამართლონ ის, თუ როგორ მიუთითეს "მაესტროს" კარისკენ. სწორედ ამას ემსახურება ფლიკის მოტანილი სიკეთის განდიდება მისი ჩავის მუშაობასთან შედარების გზით.

ეს ცნობა სხვა წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

შეგახსენებთ, რომ ფლიკმა "ბლაუგრანაში" ლა ლიგის 4-დან 4 ტურის მოგებით დაიწყო. მისი გუნდი პრიმერას სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.


Facebook კომენტარები