ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონია!
არგენტინის ნაკრებმა ფინალში საფრანგეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა.
ექსტრატაიმებში გუნდებმა კიდევ თითო გოლის გატანა შეძლეს.
გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა "ალბისელესტეს" კაპიტანს, ლიონელ მესის, რომელმაც დუბლი შეასრულა და თერთმეტმეტრიანების სერიაშიც არ შემცდარა.
მატჩის შემდეგ ლეომ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"შეხედეთ ამ ჯილდოს, ის ასეთი ლამაზია!
ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდებით არგენტინაში და ვნახავთ, რამდენად გიჟური იქნება ზეიმი.
ის, თუ როგორ მოვიგეთ, ფინალს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ეს თასი ყველაზე მეტად მინდოდა. სხვას არაფერს ვითხოვდი. ღმერთმა იგი მომცა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი შანსი ეს იყო.
მქონდა შეგრძნება, რომ ღმერთი ამ თასს სწორედ მე მომცემდა," - თქვა ლეომ.
შეგახსენებთ, რომ "ალბისელესტემ" მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში მესამედ მოიგო, მესი კი მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად კარიერაში მეორედ დასახელდა.