"ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნემ ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც იგი "პარი სენ-ჟერმენს" ბოდიშს უხდის.
"ვფიქრობდი, რომ მატჩის შემდეგ დასვენების დღე გვექნებოდა, როგორც ეს ყოველთვის ხდება. გამგზავრება დაგეგმილი მქონდა და მას ვერ გავაუქმებდი. ეს რამდენჯერმე უკვე გავაკეთე.
ჩემს თანაგუნდელებს ბოდიშს ვუხდი და ველოდები კლუბის გადაწყვეტილებას," - ამბობს მესი.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი საუდის არაბეთში ორშაბათს გაემგზავრა. თვითმფრინავში ყოფნისას მესიმ შეიტყო, რომ ორშაბათს "პსჟ-ს" სავარჯიშო სესია ჰქონდა ჩანიშნული, რომელიც მან გააცდინა.
კლუბის დაუკითხავად მოქმედების გამო, მესი გუნდს ორი კვირით ჩამოაშორეს. მას "ტულუზასთან" და "აიაჩოსთან" გასამართი მატჩების გამოტოვება მოუწევს.
ცნობისთვის, ლეო ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. "ბლაუგრანა" მის დაბრუნებას აქტიურად ეცდება.