2 წლის და 11 თვის წინ
არცერთი სიტყვა "პსჟ-ზე" - მესის კიდევ ერთი მინიშნება?
არცერთი სიტყვა "პსჟ-ზე" - მესის კიდევ ერთი მინიშნება?

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესი Laureus-ის მიერ 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

თავის სამადლობელ სიტყვაში არგენტინელმა მეგავარსკვლავმა შემდეგი რამ თქვა:

"დიდ მადლობას გიხდით ამ ჯილდოს გადმოცემისთვის. აქ ყოფნა სასიამოვნოა. დიდი პატივია ამ მომენტის სხვა გამარჯვებულებთან გაზიარება.

ყოველთვის სასიხარულოა მსგავსი აღიარების მოპოვება, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია, წელს კი ჩემი უდიდესი ოცნება ავისრულე: მსოფლიო ჩემპიონობა ჩემს გუნდთან ერთად. ჩემი კარიერის მიწურულს, ეს ბევრს ნიშნავს. "ბარსელონაში" ბევრი სიხარული გამოვცადე, ეროვნულ ნაკრებში კი - ბევრი მწუხარება, თუმცა ამ გზაზე აღმოჩენილმა დაბრკოლებებმა გამაძლიერეს.

მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს, ვინც პატივს მცემს. მადლიერი ვარ. ოცნება ავიხდინე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო დასჭირდა, ეს იყო საუკეთესო რამ, რაც მე გარდამხდენია თავს. ამ პრიზს არგენტინას ვუძღვნი. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ."

"ბარსელონას" გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ ლეომ სიტყვაში კატალონიური გრანდი ახსენა, "პარი სენ-ჟერმენზე" კი სიტყვაც არ დაუძრავს.

დღევანდელმა ღონისძიებამ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგებს კიდევ უფრო გაუმყარა იმის რწმენა, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის შინ დაბრუნება ძალიან რეალურია.


Facebook კომენტარები