ჩავიმ შეადგინა იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მის სამომავლო გეგმებში არ შედიან, - იუწყება Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი.
მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" ლა ლიგის ჩემპიონობას აღნიშნავს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ასეთ მოთამაშეებს პირადად გაესაუბრება.
წყაროს თანახმად, ჩავის სიის ერთ-ერთი წევრი ანსუ ფატია. 43 წლის სპეციალისტი ესპანელ თავდამსხმელს პირდაპირ ეტყვის, რომ მას მომდევნო სეზონში გუნდში ვერ ხედავს.
ესპანურ პრესაში ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანსუ "ბლაუგრანადან" წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდებოდა, თუ კარისკენ მას თავად ჩავი მიუთითებდა. როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანს ამ პირობას შეუსრულებენ.
"ბარსელონას" მესაჭეს მსგავსი გასაუბრება ელოდება ფრანკ კესიესთან, პაბლო ტორესთან და ჟორდი ალბასთანაც. იგივე ითქმის ამჟამად განათხოვრებულ ფეხბურთელებზეც.
რაც შეეხება ფერან ტორესს, მას კლუბი ახლა დიდ თანხად ვერ გაყიდის, ამიტომ 23 წლის შემტევის გუნდში დარჩენის შანსი საკმაოდ დიდია.