ცოტა ხნის წინ, დამთავრდა ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩი, სადაც "ბარსელონამ" "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა.
თამაშის შემდეგ, ჩავი ერნანდესმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ არ გვქონდა კარგი თამაში. კარი მშრალად შევინახეთ, მაგრამ ბევრად მეტის გაკეთება შეგვეძლო."
"სახლში უკეთესად უნდა ვითამაშოთ. ვფიქრობ, რომ მენტალური დაღლილობა შესამჩნევია. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა."
"ანსუ ფატიმ კარგი თამაში ჩაატარა. მას არ ჰქონდა ბევრი მომენტი, რადგან "ხეტაფე" თავის საჯარიმოში მთელი გუნდით იდგა."
"ბალდე კარგი იყო, მაგრამ ალბა ტაქტიკური ცვლილების გამო შემოვიყვანეთ. ის გვჭირდებოდა ნახევარდაცვის მხარდასაჭერად."
"ხალხმა არასწორად განმარტა ის, რის თქმასაც ვცდილობდი დანი ალვეშის სიტუაციაზე. მე არ მიხსენებია დაზარალებულები. ეს უნდა დაგმო. მე ვცდებოდი და ბოდიშს ვიხდი. მინდა ბოდიში მოვუხადო და მხარი დავუჭირო მსხვერპლს. მე მესმის, რომ ისინი არ არიან საუკეთესო სიტუაციაში. "
"ხეტაფემ" პირველ და მეორე ტაიმში კარგად ითამაშა. პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ვიდეიქთ, მაგრამ მეორე ტაიმში "ხეტაფეს" კარგად ვერ ვუპასუხეთ."
"სიმართლე ისაა, რომ "ხეტაფე" უმეტესწილად მატჩიდან გამოთიშული იყო. რამდენჯერმე დაგვიჭირეს კონტრშეტევებზე, მაგრამ რეალური საფრთხე თითქმის არ გვემუქრებოდა."
"ოთხშაბათს კოპას მატჩისთვის ყველა მზად უნდა იყოს."
"საუკეთესო ფორმაში მყოფი ტერ შტეგენის მომსწრენი ვართ დიდი ხნის განმავლობაში. ბედნიერი ვარ მისთვის, რადგან ყოველთვის მხარს ვუჭერდი"
"ჩვენი მატჩების 70% ამაზე უკეთესი იყო. ჩვენ უფრო ახლოს ვართ კარგ ბარსასთან, ვიდრე ნელ და დამღლელ "ბარსასთან". - თქვა ჩავიმ.
გეტყვით, რომ "ბარსელონას" ლა ლიგაში ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას იკავებს.