"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ნიდერლანდურ NOS Sport-ს მისცა ინტერვიუ და რამდენიმე საინტერესო საკითხზე გააკეთა კომენტარი:
"ჩემი ახალი როლი? ეს უკეთ მესადაგება. მთავარ მწვრთნელს, გუნდსა და მე ძალიან მოგვწონს."
მენატრება თუ არა ნიდერლანდები? რამდენიმე პატარა დეტალი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცხოვრება აქ ფანტასტიკურია. თუ მეც და კლუბიც კარგად ვიგრძნობ თავს, ვისურვებ, რომ აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე."
ევროპაში ორი ცუდი წელი გვქონდა. გუნდში ცვლილებები შეიძლება კიდევ განხორციელდეს."
"მანჩესტერ სიტი"? გვინდა, რომ მათი დონის გუნდი გავხდეთ. ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელითა და დიდი პოტენციალით. ეს უნდა გამოვავლინოთ."
ვარ თუ არა ჩემს საუკეთესო ფორმაში? იმედია, არა. ჩემი აზრით, განვითარება ყოველთვის შეიძლება. თუ მუშაობას გააგრძელებ და კარგ ფიზიკურ ფორმას შეინარჩუნებ, განვითარდები კიდეც."
მე, როგორც ბუსკეტსის შემცვლელი? ეს უფრო და უფრო ხშირად მესმის, მაგრამ ჩვენ განსხვავებული ფეხბურთელები ვართ. ის ექვსი ნომერია, მე მოძრაობის თავისუფლება მჭირდება."
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დე იონგმა 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნიდერლანდელმა თავი 2 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.