2 წლის და 9 თვის წინ
დათვლილია - რა თანხას მოუტანს "ბარსას" მესის დაბრუნება
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა აგრძელებს მუშაობას ლიონელ მესის "ბლაუგრანაში" დაბრუნებაზე.
SPORT-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ჩაატარეს ფინანსური ანალიზი იმ გავლენისა, რომელიც არგენტინელი მეგავარსკვლავის კვლავ "ბლაუგრანაში" თამაშს ექნება.
მიღებულმა შედეგმა კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობის წევრებიც კი გააოცა.
წყაროს თანახმად, "ბარსაში" დათვალეს, რომ მესის დაბრუნება კლუბს ყოველწლიურად 230 მილიონ ევროს მოუტანს.
"ბლაუგრანაში" უკვე ხელებს იფშვნეტენ იმის წარმოდგენისას, რა ეკონომიკურ და სპორტულ წინსვლას გამოიწვევს მესის ისევ "კამპ ნოუზე" ყოფნა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში ის "პარი სენ-ჟერმენს" 20 გოლითა და 19 საგოლე გადაცემით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი