

"ბარსელონასთვის" სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია. კატალონიურმა გრანდმა ლა ლიგის ჩემპიონობა უკვე გაინაღდა და იზეიმა, დარჩენილ შეხვედრებს კი სატურნირო დატვირთვა აღარ გააჩნია.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ "ბლაუგრანაში" უკვე დაიწყეს მომდევნო სეზონზე ფიქრი.
ჟურნალისტ ალექს პინტანელის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სჯერათ, რომ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში გუნდი მნიშვნელოვან წინსვლას აჩვენებს.
"ჩვენ ძლიერ გუნდს ავაშენებთ," - ასეთია ხელმძღვანელობაში არსებული განწყობა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი გათამაშება ჯგუფურ ეტაპზევე დაასრულა.
კატალონიური გრანდი 2023/2024 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრას პირველ კალათში შეხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს შედარებით იოლი მეტოქეების წინააღმდეგ მოუწევს თამაში