"ბარსელონა" და "იუვენტუსი" კიდევ ერთ გაცვლას ამზადებენ

"ბარსელონა" და "იუვენტუსი" კიდევ ერთ გაცვლას ამზადებენ

ყველას კარგად გვახსოვს გაცვლა, რომელიც ამა წლის ივნისში, "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის შედგა.

"ლურჯ-ბროწეულისფერებმა" პიემონტში 23 წლის არტურ მელო, 72 მილიონ ევროდ გაუშვეს, თავად კი 30 წლის მირალემ პიანიჩში 60 მილიონი ევრო გადაიხადეს.

თავის დროზე ამ ბარტერს დიდი კრიტიკა მოყვა, თუმცა ბრაზილიელი ვერც "ბიანკონერიში" ირჯება კარგად, ამიტომ "ბლაუგრანას" ქომაგები დიდად აღარც წუხან.

ახლა კი Calciomercato წერს, რომ კლუბებს შორის შეიძლება კიდევ ერთი გაცვლა მოხდეს.

ამჯერად საქმე უსმან დემბელესა და ფედერიკო ბერნარდესკის ეხება. ორივე ფეხბურთელს თავიანთ კლუბებში პოზიციები ძალიან შერყეული აქვთ, ამიტომ გამორიცხული არაფერია.

1 კვირის წინ
4352 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 40
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ