2 წლის და 10 თვის წინ
12 ფეხბურთელი, რომლებმაც შეიძლება "ბარსა" დატოვონ
12 ფეხბურთელი, რომლებმაც შეიძლება "ბარსა" დატოვონ

Mundo Deportivo-მ შემოგვთავაზა იმ 12 ფეხბურთელისგან შემდგარი სია, რომლებმაც "ბარსელონა" შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას დატოვონ.

წამსვლელთა ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:

ანსუ ფატი

ფრანკ კესიე

ფერან ტორესი

რაფინია

პაბლო ტორე

ჟორდი ალბა

სამუელ უმტიტი

კლემან ლანგლე

აბდე ეზალზული

ნიკო გონსალესი

სერჟინიო დესტი

ფრანსიშკუ ტრინკაუ

ალექს კოლადო

სიის უკანასკნელი 8 წევრი ახლა განათხოვრებულია. მათ ნაწილს (მაგალითად, ლენგლესა და ტრინკაუს) ის კლუბები გამოისყიდიან, რომელთა ღირსებასაც ახლა იცავენ, დანარჩენებს კი ახალ ნავსაყუდელს კვლავ "ბლაუგრანა" მოუძებნის

ბუნებრივია, წასვლაში მხოლოდ გაყიდვა არ იგულისხმება. თუ ჟერარ რომეროს დავუჯერებთ, პაბლო ტორეს "ბარსა" კი არ გაასხვისებს, არამედ გაანათხოვრებს. მსგავსი ბედი შეიძლება ელოდოს ანსუ ფატისაც. 


Facebook კომენტარები