"ამაზე მე არ უნდა მკითხოთ" - სიმეონეს ემოციური განცხადება

"ამაზე მე არ უნდა მკითხოთ" - სიმეონეს ემოციური განცხადება

"ბარსელონასთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს, თავისი ყოფილი შეგირდის, ანტუან გრიზმანის შესახებ დაუსვეს კითხვა.

ჩოლომ ჟურნალისტს საკმაოდ ემოციურად უპასუხა.

"გრიზმანთან ძლიერი ემოციური დამოკიდებულება მაქვს, ამიტომ ჩემთვის არ იქნება შესაფერისი, კომენტარი გავუკეთო იმას, რაც ახლა მის თავს "ბარსელონაში" ხდება."

"ეს კითხვა ანტუანის მწვრთნელს უნდა დაუსვათ." - თქვა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის სუპერფორვარდს ამ სეზონში სულ 2 გოლი აქვს გატანილი და კვლავ უფერულად გამოიყურება. ცეცხლზე ნავთს ასხამს გრიზის გარემოცვის წევრების განცხადებები, სადაც ისინი "ბარსას" კაპიტანს, ლეო მესის უპირისპირდებიან.

იმედი ვიქონიოთ, რომ ფრანგი შექმნილ კრიზისს მალე დაძლევს და ისე ათამაშდება, როგორც ამას სიმეონეს ხელში აკეთებდა.

6 დღის წინ
261 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 41
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ