სინკლერი: "მესის "სიტიში" ტრანსფერი გარდაუვალია"

სინკლერი: "მესის "სიტიში" ტრანსფერი გარდაუვალია"

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა გარემარბმა, ტრევორ სინკლერმა talkSPORT-თან ინტერვიუში "ბარსელონას" კაპიტნის, ლეო მესის "ეტიჰადზე" შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"ვფიქრობ, მესის გადმოსვლა გარდაუვალია."

"ამას იმიტომ ვამბობ, რომ მოვლენების განვითარების სხვა გზას ვერ ვხედავ."

"ლეო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა არგენტინაში დასაბრუნებლად და "სიტის" გარდა, ის ვერსად იპოვის ადგილს, სადაც საუკეთესო მწვრთნელი დახვდება და თავს კომფორტულად იგრძნობს."

"მჯერა, რომ ეს აუცილებლად მოხდება, რასაც მოუთმენლად ველოდები." - დასძინა სინკლერმა.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას მიერ "ქალაქელებთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელის მანჩესტერში გადასვლაზე მითქმა-მოთქმა ისევ განახლდა.

6 დღის წინ
97 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 40
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ