ფონტი: "ესპანეთის ნაკრებს "კამპ ნოუზე" არასდროს ვათამაშებთ"

ფონტი: "ესპანეთის ნაკრებს "კამპ ნოუზე" არასდროს ვათამაშებთ"

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა თავის ახალ ინტერვიუში განაცხადა, რომ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა "კამპ ნოუზე" არასდროს უნდა ითამაშოს.

"თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე კონფლიქტსა და პოლიტიკურ სიტუაციას, ჩვენ არასდროს მივცემთ ესპანეთის ნაკრებს ნებას, რომ "კამპ ნოუზე" ჩაატაროს მატჩი."

"პრო-კატალონიური მოძრაობა ერთ-ერთი საფუძველია, რაზეც "ბარსა" აშენდა." - თქვა ფონტმა.

როგორც ჩანს, ვიქტორი "ლურჯ-ბროწუელისფერთა" კატალონიელი ქომაგების გულის მოგებას ცდილობს და ხაზს უსვამს, რომ ტრადიციები დაცული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფონტი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად განიხილება.

6 დღის წინ
88 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 41
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ