რამდენი გოლი დარჩა მესის პელემდე - რეალური შანსი

რამდენი გოლი დარჩა მესის პელემდე - რეალური შანსი

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება ლა ლიგის მეათე ტურის ცენტრალური მატჩი, სადაც მადრიდის "ატლეტიკო" "ბარსელონას" უმასპინძლებს.

"ბლაუგრანას" მთავარი იმედი დღესაც გუნდის კაპიტანი, ლეო მესი იქნება, ვისთვისაც "როხიბლანკო" ერთ-ერთი უსაყვარლესი მეტოქეა.

იმ შემთხვევაში, თუ "ლა პულგა" დღეს "ინდიელებს" ჰეთ-თრიქს შეუსრულებს, იგი ფეხბურთის მეფედ წოდებული პელეს რეკორდს გაიმეორებს, რაც ერთ კლუბში გატანილ გოლებს გულისხმობს.

"სანტოსის" მაისურით ბრაზილიელს 643 შედეგიანი დარტყმა აქვს განხორციელებული. ამ მომენტისთვის ლეო მას 3 ბურთით ჩამორჩება.

საინტერესოა, რომ დიეგო სიმეონეს ფორმაციის "ატლეტიკოსთვის" მესის ჰეთ-თრიქი არასდროს შეუსრულებია, ამიტომ მას დღეს დამატებითი მოტივაციაც ექნება.

თუ გავითვალისწინებთ დედაქალაქელთა წონად დანაკლისსაც, ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელისთვის ეს ამოცანა შეუსრულებელთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება.

6 დღის წინ
3315 / 2
ირაკლი ხასაია
user
ansu fati-22 შეუძლებელი მესისთვის არაფელია მაგრამ ამ რეკორდს შემდეგ ტურებში ველი
user
ansu fati-22 შეუძლებელი მესისთვის არაფელია მაგრამ ამ რეკორდს შემდეგ ტურებში ველი
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 41
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ