ტერ შტეგენსა და გრიზმანს დღეს მნიშვნელოვანი მისიები ექნებათ

ტერ შტეგენსა და გრიზმანს დღეს მნიშვნელოვანი მისიები ექნებათ

მადრიდის "ატლეტიკოსთან" დღევანდელი მატჩი "ბარსელონასთვის" ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა შეხვედრის პრინციპულობისა, მას სატურნირო დატვირთაც აქვს, რადგან "როხიბლანკო" კატალონიურ გრანდს მთელი 6 ქულით უსწრებს. 

ბუნებრივია, რომ შემდგომი წარმატებებისთვის, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ეს ჩამორჩენა აუცილებლად უნდა შეამცირონ.

Mundo Deportivo წერს, რომ "ბლაუგრანას" ორი ფეხბურთელს - ანტუან გრიზმანსა და მარკ ანდრე ტერ შტეგენს - დღეს განსაკუთრებული მისია ექნებათ.

29 წლის თავდამსხმელს "ატლესთვის" ლა ლიგის ეგიდით არასდროს გაუტანია და ამ ნავსის გატეხვას ეცდება.

რაც შეეხება გერმანელ მეკარეს, პრიმერაში იგი "ინდიელებს" 9-ჯერ დაუპირისპირდა და არცერთხელ დამარცხდა. ცხადია, რომ მას მაჩვენებლის დამრგვალება სურს.

 

6 დღის წინ
211 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 40
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ