2 წლის და 9 თვის წინ
ჩავი: "კიმიხი? მხოლოდ ამას გეტყვით"
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩს ჩაატარებს და "რეალ ვალიადოლიდს" დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე "ბლაუგრანას" თავკაცმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელ ნახევარმცველს, იოზუა კიმიხს შეეხებოდა.
"კიმიხი? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ერთ-ერთი საუკეთესო თავის პოზიციაზე.
მეტს არაფერს გეტყვით. "რეალ სოსიედადის" დირექტორი ზუბიმენდიზე გაკეთებული კომენტარით ბედნიერი არ დარჩენილა," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ გერმანულ პრესაში დღეს გავრცელებული ცნობების თანახმად, კიმიხის "რეკორდმაისტერიდან" წასვლა არ განიხილება.
რაც შეეხება "ვალიდოლიდსა" და "ბარსას" ჯახს, იგი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი