1 წლის და 6 თვის წინ
ცნობილია - რა თანხად სურს "ბარსას" 3 მოთამაშის გაყიდვა
ცნობილია - რა თანხად სურს "ბარსას" 3 მოთამაშის გაყიდვა

ჩავი ერნანდესი ხვალ ფეხბურთელებთან შეხვედრებსა და მათთან მომავალზე საუბარს დაიწყებს, - იუწყება SPORT.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი მოთამაშეებს შეატყობინებს, შედიან თუ არა ისინი მის გეგმებში მომდევნო სეზონისთვის.

წყაროს თანახმად, ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ "ბლაუგრანა" ზაფხულში ანსუ ფატის გაყიდის. კლუბში სულ მცირე 40-50 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებდნენ. ანსუს დარჩენა უნდა, თუმცა ფეხბურთელს გარემოცვა წასვლისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება ფერან ტორესს, მისი მომავალი რაფინიას მომავალსა და სხვა ტრანსფერებზეა დამოკიდებული. ჩავის გუნდი გადაწყვეტს, გამოიჩინოს მოთმინება 23 წლის თავდამსხმელისადმი თუ მას კარისკენ მიუთითოს.

თუ კლუბი ფერანის გაშვებას გადაწყვეტს, უდიდესი ალბათობით, ამას განათხოვრების სახე ექნება.

რაფინიაზე SPORT იმას წერს, რომ თუ "ბარსა" 80-90 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზებას მიიღებს, კლუბი ბრაზილიელის წასვლაში დარწმუნებას ეცდება. ჩავის რაფინიას შენარჩუნება უნდა, მაგრამ ყველაფერი ფინანსური ფეარ-პლეის მდგომარეობასთან იქნება დაკავშირებული.

იგივე ითქმის ფრანკ კესიეზეც. დარჩენა კოტ-დ'ივუარელ ნახევარმცველსაც სწადია, თუმცა თუ კლუბს 20 მილიონ ევროს შესთავაზებენ, ხელმძღვანელობა ფრანკს შეელევა.


Facebook კომენტარები