"ბარსელონას" ფრანგმა თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ესპანურ ტელევიზია Movistar+-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა გადაცემის მოკლე მონაკვეთი, სადაც 29 წლის სუპერფორვარდი თავის განცდებს გვიზიარებს.
"მას შემდეგ რაც კლუბში მოვედი, საჯაროდ არ მილაპარაკია."
"ადრევე ვთქვი, რომ ჩემს სათქმელს მოედანზე ნაჩვენები თამაშით ვიტყოდი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ახლა დადგა დრო, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო."
"დიდი ხანია, რაც ბევრ რამეზე ხმას არ ვიღებდი. ეს უკვე საკმარისია." - თქვა გრიზიმ.
როგორც ჩანს, წინ სკანდალური ინტერვიუ გველოდება...