ცნობილია - წაიყვანს თუ არა "სიტი" მესის იანვარში

ცნობილია - წაიყვანს თუ არა "სიტი" მესის იანვარში

ბოლო დღეების მანძილზე გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ "ბარსელონას" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლეო მესის კლუბიდან წასვლა სურს.

"მანჩესტერ სიტის" მიერ პეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივებამ კი ჭორებს ახალი საფუძველი მისცა.

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტარული გამოცემა, Sky Sports წერს, რომ ტრანსფერის იანვარში განხორციელების შანსი არ არსებობს.

წყაროს თანახმად, "ქალაქელებმა" ეს ლეოს ღირებულებისა და მისი ასტრონომიული ხელფასის გამო გამორიცხეს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელი თავისუფალი აგენტი ხდება, ამიტომ მას "ეტიჰადზე" უფასოდ გადაბარგების შესაძლებლობა ექნება.

1 თვის წინ
4478 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 497
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხი რობერტო, ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ