როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ლა ლიგის 36-ე ტურში "რეალ ვალიადოლიდთან" წააგო, ანგარიშით 1:3.
სტუმრად გამართულ შეხვედრაში კატალონიელებს არაფერი გამოსვლიათ და სრულ განადგურებას რობერტ ლევანდოვსკის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით გადარჩნენ.
წაგებული შეხვედრა "ბლაუგრანას" თავკაცმა ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეაფასა.
"ზამორას ჯილდო ტერ შტეგენის აშკარა მიზანია და ჩვენ მისი დახმარება გვინდა. იგივე ითქმის ლევანდოვსკიზეც. კარგია, რომ დღეს მან გოლი გაიტანა.
კოლექტიურ მიზანს უკვე მივაღწიეთ. ახლა მხოლოდ ინდივიდუალური მიზნები გვაქვს.
სეზონის განმავლობაში უდიდესი სამუშაო გავწიეთ. წელს იყო მსოფლიო ჩემპიონატიც... სუპერთასისა და ლა ლიგის მოგება მოვახერხეთ. ვარდნის მიზეზი მესმის, მაგრამ საერთო შთაბეჭდილება მასევდიანებს. უნდა გავუმჯობესდეთ," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 23 გოლი აქვს გატანილი, უახლოეს მდევარ ქარიმ ბენზემას კი 6 გოლით უსწრებს. რაც შეეხება ტერ შტეგენს, მან კარის მშრალად 26-ედ შენახვა ვერ შეძლო.