მარადონას მესი ყოველთვის უყვარდა - 5 ციტატა, რომელიც ამას ამტკიცებს

მარადონას მესი ყოველთვის უყვარდა - 5 ციტატა, რომელიც ამას ამტკიცებს

საფეხბურთო წრეებში ყოველთვის არსებობდა მოსაზრება, რომ ორ არგენტინელ გენიოსს - დიეგო არმანდო მარადონასა და ლეო მესის ერთმანეთი გულზე არ ეხატებოდათ.

"ღმერთის ხელის" შემოქმედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, Tribuna.com-მა გადაწყვიტა გაგვახსენოს ლეოს 2, ხოლო დიეგოს 3 ციტატა, რომელიც ზემოთხსენებულ პოზიციას აცამტვერებს.

ლეო მესი:

"მილიონი წელიც რომ ვითამაშო, მარადონას ვერც მივუახლოვდები. ის ყველა დროის საუკეთესოა."

"არავის ფანი ვყოფილვარ, მაგრამ როცა ფეხბურთელობაზე დავფიქრდი, დიეგო მარადონა სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო. იდგა 1993 წელი. ესპანეთიდან ჩამოსული დიეგო "ნიუელს ოლდ ბოისს" შეუერთდა და აშშ-ს მუნდიალზეც გაგვიყვანა. თუ ვინმემ ფეხბურთელობის ინსპირაცია მომცა, ეს მარადონა იყო."

დიეგო მარადონა:

"მესი? შესაძლებელი რომ იყოს, მას სამოთხეს მივცემდი."

"ვიცი, ლეო ვინცაა. ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. მეგობრობა, რომელიც მასთან მაკავშირებს, უდიდესი გრძნობაა."

"ლეო დიდი ტალანტია, კარგი ბიჭი, მაგრამ მას უსამართლოდ დიდ წნეხში აქცევენ. მესიმ თავისი კარიერა უნდა განვლოს და უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა."

1 თვის წინ
11042 / 1
ირაკლი ხასაია
user
ansu fati-22 ფეღბურთის ორი ლეგენდა ეს პელე და მარადონაა იქვეა მესიც, ჩემთვის ლეო პირველია მაგრამ არ ნიშნავს მათ უდიედას კლასის დავიწყებას იმედია ლეო მათ წინ დადგება მაგრამ დღეს ამაზე საუბარი არაა მიზანშეწონილი
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 497
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხი რობერტო, ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ