11 თვის წინ
კუნდეთი 4 დიდი კლუბი ინტერესდება
კუნდეთი 4 დიდი კლუბი ინტერესდება

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟიულ კუნდეს, შესაძლოა კატალონიის “ბარსელონა” დაეტოვებინა. 

შესაძლოა ითქვას, რომ ამის შანსი ნამდვილად მაღალია. გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, მატეო მორეტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კუნდეს შეძენით პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებიან.

თუ რომეროს დავუჯერებთ, 24 წლის მცველი "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსის", "არსენალსა" და "მანჩესტერ სიტის" მოსწონთ. ყველაზე დიდი ინტერესი "წითელი ეშმაკებისგგან" მოდის.

საგულისხმოა, რომ გასულ წელს “ბარსელონამ” სწორედ პრემიერ ლიგის წარმომადგენელ, “ჩელსისთან” ჭიდილში იმარჯვა ფრანგი მცველის ტრანსფერთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermakt ჟიულ კუნდეს 60 მილიონ ევროდ აფასებს, "ბლაუგრანა" კი ფეხბურთელს 85-90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.


Facebook კომენტარები