logo

კიკე სეტიენი მატჩის წინ

კიკე სეტიენი მატჩის წინ

"ბარსელონას" გამოცდილმა თავკაცმა, კიკე სეტიენმა "ატლეტიკთან" სათასო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

"ძალიან მაგარი მატჩი იქნება. ორივე გუნდს აქვს გამარჯვების ამბიცია, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს.

სიტუაცია კლუბში? ვეცდები, რომ ამან ფეხბურთელებზე არ იმოქმედოს. ვარჯიშის დაწყებამდე ამ თემაზე ვისაუბრეთ. მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია.

დემბელეს ტრავმა? ძალიან სამწუხაროა, რაც მას შეემთხვა, მაგრამ ზუსტი გამოსავლის მოძებნას ვეცდებით.

უსმანი დარწმუნებული იყო, რომ ბევრს მოგვცემდა.

ფეხბურთზე მესაუბრეთ. სხვა საკითხებით დაინტერესებული არ ვარ.

შემადგენლობა? სასტარტოში ყოველთვის 11 ფეხბურთელი გვეყოლება. ამ გუნდს ძალიან ბევრი რამ შეუძლია.

დარწმუნებული ვარ, რომ დემბელეს დაუტრავმელობისა და კარლეს პერესის დარჩენის შემთხვევაში, მეტი მოთამაშე მეყოლებოდა, მაგრამ ახლა ვერაფერს ვიზამ. უნდა ვიყოთ პოზიტიურები და წინსვლა განვაგრძოთ.

ვნანობ თუ არა "ბარსასთან" კონტრაქტის გაფორმებას? არანაირია. სიმართლეა, რომ აქამდე სახლში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ვიჯექი, მაგრამ როცა დიდი კლუბის მწვრთნელი ხდება, გარკვეულ სირთულეებს უნდა ელოდო კიდეც." - განაცხადა კიკემ.

3 თვის წინ
1237 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1016
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ