ლეგენდარული დიეგო მარადონას გარდაცვალებამ საზოგადოებაში უდიდესი მწუხარება გამოიწვია. ბოლო 3 დღის მანძილზე პლანეტა ეპოქალურ ფეხბურთელს იხსენებს და მისი ცხოვრების თითოეულ მომენტს კიდევ ერთხელ ავლებს თვალს.
ამჯერად გთავაზობთ ბევრისთვის უცნობ ვიდეოს, სადაც დიეგო და 19 წლის არგენტინელი თინეიჯერი, ლეო მესი ერთად ფეხის ტენისს თამაშობენ(თამაშის პრინციპი ჩოგბურთს ჰგავს, თუმცა მოთამაშეები ბადის მეორე მხარეს ბურთის გადაგდებას ფეხით ცდილობენ).
ლეოსა და დიეგოს მოწინააღმდეგეთა გუნდს ასევე ცნობილი ფეხბურთელი, კარლოს ტევესი და კომიკოსი დადი ბრიევა წარმოადგენდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მარადონა უკვე ლამის 50 წელს იყო მიტანებული, მან მაინც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ბევრჯერ გააოცა მაყურებელიც.
ლიონელისა და მისი კუმირის თანამშრომლობა იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ ისინი შეხვედრის დაწყებიდან მალევე უკვე 4 ქულით გავიდნენ წინ.
ვიდეო იხილეთ მაღლა