"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით ორი თვე რჩება და საარჩევნო კამპანია უფრო და უფრო აქტიური ხდება.
ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი "პსჟ-დან" ნეიმარ ჟუნიორის დაბრუნებაა. რამდენიმე კანდიდატმა უკვე განაცხადა, რომ ეს ტრანსფერი არ განიხილება.
თუმცა, როგორც ჩანს, ხორდი ფარე, რომელიც ასევეა მარათონში ჩაბმული, განსხვავებულად ფიქრობს.
ჟურნალისტი სიკე როდრიგესი გვამცნობს, რომ ფარე სულ ცოტა ხნის წინ ბრაზილიელი მეგავარსკვლავის მამას შეხვდა.
ჯერჯერობით უცნობია, შედგა თუ არა რაიმე სახის შეთანხმება, თუმცა მათ დიდხანს ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის მამა თავისი ვაჟის აგენტიც გახლავთ.