"ბარსელონას" ბრაზილიელმა ლეგენდამ, რივალდომ Betfair-თან ინტერვიუში "ბლაუგრანასა" და "დინამო კიევს" შორის გამართული მატჩის შესახებ ისაუბრა.
"დარწმუნებული ვარ, რომ კუმანმა მესი "დინამოსთან" მხოლოდ მისი დასვენების მიზნით არ ათამაშა, რადგან ეს გადამწყვეტი მატჩი არ გახლდათ."
"ბარსას" მთავარი მწვრთნელი რომ ვიყო, ლეოს ყოველთვის მოედანზე ყოფნას ვისურვებდი."
"ამ სეზონის რაღაც მონაკვეთებში და შემდეგ სეზონებში, შესაძლოა, მესი გუნდში არ იყოს, ამიტომ სხვა ფეხბურთელებმა უნდა გამოიჩინონ თავი."
"ასე რომ კარგია, როცა გუნდი თვითრწმენას იძენს და ეჩვევა მისი მთავარი ვარსკვლავის გარეშე თამაშს." - თქვა რივალდომ.