"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა, ედერ სარაბიამ ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც გვამცნობს, რომ მასსა და კლუბს შორის ყველა სახის გაუგებრობა მოგვარებულია.
"სამთვიანი გაურკვევლობის შემდეგ, მე, ფრანმა და ხონმა(კიკე სეტიენის სხვა ასისტენტები) საბოლოოდ შევძელით საკონტრაქტო საკითხის გარკვევა. რატომღაც, ჩვენ "ბარსელონასთან" ისევ ვიყავით დაკავშირებულნი."
"შეთანხმება ჩვენთვის სასარგებლო ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ მოცემულობა მივიღეთ, რათა ამ უხერხულობისთვის წერტილი დაგვესვა."
"ნათელია, რომ კლუბი რთულ სიტუაციაშია, ეს მისვლისთანავე აშკარა იყო, რაც მატჩებზეც აისახა. შენ ყოველთვის გჯერა, რომ პრობლემებს გაუმკლავდები, მაგრამ მაქსიმუმის გაკეთების მიუხედავად, ეს ვერ შევძელით."
"დიდი მწუხარებით გემშვიდობებით. ვიმედოვნებ, ვითარება გამოსწორდება და "ბარსელონა" ისევ გახდება ის კლუბი, რომელიც წლების მანძილზე გვანიჭებდა სიამოვნებას თავისი თამაშით."
"გაუმარჯოს "ბარსას!" - დაწერა ედერმა.
სექტემბერში, "ბლაუგრანას" ყოფილმა თავკაცმა, კიკე სეტიენმა და მისი გუნდის წევრებმა "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტეს, რადგან, მათი თქმით, ხელმძღვანელობამ კლუბსა და სეტიენს შორის იანვარში გაფორმებულ ხელშეკრულებას პატივი არ სცა.
გამოცდილი სპეციალისტი კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასის სრულად გადახდას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ კიკე "ბარსას" სათავეში 8 თვის მანძილზე, 2020 წლის იანვრიდან აგვისტომდე ედგა.