10 თვის და 1 კვირის წინ
მესი ალბას ემოციური პოსტით დაემშვიდობა
მესი ალბას ემოციური პოსტით დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, ჟორდი ალბამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს.

გამოცდილი ფლანგელის გადაწყვეტილებას მისი ძველი მეგობარი და "ბლაუგრანას" ლეგენდა ლიონელ მესი გამოეხმაურა.

"შენ მეგობარზე მეტი იყავი. ნამდვილი თანამზრახველი მოედანზე. და რამდენად კარგია იმის გახსენება, როგორ ეწყობოდა ჩვენი ხასიათები ერთმანეთს.

უკვე იცი, რომ ყოველთვის საუკეთესოს გისურვებთ შენსა და შენს ოჯახს. დაე, ახალ ეტაპს შენთვის ბევრი წარმატება და სიხარული მოეტანოს.

მადლობა ყველაფრისთვის, ჟორდი! გეხვევი," - დაწერა არგენტინელმა მეგავარსკვლავმა ინსტაგრამზე და პოსტს მისი და ჟორდის საერთო ფოტოც დაურთო.

შეგახსენებთ, რომ მესი და ალბა "ბარსელონაში" ერთად 2012-2021 წლებში თამაშობდნენ. მათ ერთად ეფექტური დუეტი შექმნეს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ესპანელ ფლანგელს "ლა პულგასთვის" 23 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

ჟორდიმ და ლეომ ერთად 16 ტიტული მოიგეს.


Facebook კომენტარები