"ბარსელონას" ამერიკელ ფლანგელს, სერჟინიო დესტი კუნთზე დისკომფორტს გრძნობს, რის გამოც "ოსასუნასთან" მატჩს გამოტოვებს, - იტყობინება Cat.Radio.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი, რონალდ კუმანი 19 წლის ფეხბურთელის ჩანაცვლებას ოსკარ მინგესათი აპირებს.
მინგესამ "დინამო კიევთან" ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა, თუმცა მას დაცვის ფლანგებზეც შეუძლია ასპარეზობა.
ოსკარის ფრთაზე დადგომა კი იმას ნიშნავს, რომ დაცვის ცენტრში კლემან ლენგლეს 23 წლის ნიდერლანდელი, ფრენკი დე იონგი შეუწყვილდება.
რაც შეეხება დე იონგის უკან დაწევით შუა ხაზში გაჩენილ სიცარიელეს, მას, დიდი ალბათობით, ტრავმიდან დაბრუნებული სერხიო ბუსკეტსი შეავსებს.