როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ამჟამად ბორდის გარეშეა დარჩენილი და კლუბი საპრეზიდენტო არჩევნებს ელოდება.
არჩევნები იანვარშია დაგეგმილი, თუმცა როგორც რამდენიმე კვირის წინ დაზუსტდა, "ბლაუგრანას" ეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობაში ხელს არ შეუშლის.
იტალიურმა გამოცემა Calciomercato-მ დღეს გვამცნო, რომ "ბლაუგრანა" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს გაყიდვას ფიქროს.
წყაროს თანახმად, კოუთი ტურინის "იუვენტუსი" გახლავთ დაინტერესებული და პიემონტელებმა მისი სატრანსფერო ღირებულებაც უკვე შეიტყვეს.
ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, 28 წლის ვირტუოზის აგენტმა, კია ჯორაბჩიანმა განაცხადა, რომ "ბიანკონერის" დაინტერესების შესახებ პირველად ესმის და "ბარსელონას" დატოვება მათ გეგმებში საერთოდ არ შედის.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ფილს 7 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის ანგარიშზე 2-2 გოლ-ასისტია.