11 თვის წინ
"ბარსელონამ" ბუსკეტსის მემკვიდრე შეარჩია
"ბარსელონამ" ბუსკეტსის მემკვიდრე შეარჩია

ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ "ბარსელონას" მიერ საყრდენი ნახევარმცველის ძებნის ოპერაციის შესახებ ახალი ცნობები გაავრცელა.

რომეროს თქმით, "ბლაუგრანა" ახლა 6 ფეხბურთელს აკვირდება, მაგრამ მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველი იოზუა კიმიხი ამ სიაში არ იმყოფება.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრიორიტეტული სამიზნე "რეალ სოსიედადის" შუახაზელი მარტინ ზუბიმენდია. რომეროს თქმით, მარტინის ტრანსფერს ემხრობა როგორც ჩავი ერნანდესი, ასევე კლუბის ხელმძღვანელობაც.

24 წლის შუახაზელი "ბარსას" 60 მილიონი ევრო დაუჯდება, ტრანსფერში კი სხვა ფეხბურთელის ჩართვა არ განიხილება.

რომერო ასახელებს იმ მოთამაშესაც, რომელიც "ბარსასთვის" ალტერნატიულ ვარიანტად მიიჩნევა. იგი "რეალ ბეტისის" არგენტინელი ფეხბურთელი, გვიდო როდრიგესია.

ჩავის გვიდო მოსწონს, მაგრამ ბორდი როდრიგესს ეჭვის თვალით უყურებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონას" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ საყრდენი ნახევარმცველის დამატება "ბლაუგრანას" პრიორიტეტულ ამოცანად იქცა.


Facebook კომენტარები