logo

როგორ შეეცადა სეტიენი ვარჯიშზე ფეხბურთელების გამხიარულებას [ვიდეო]

"ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლიონელ მესის მიერ გუშინ გაკეთებულმა განცხადებამ, სადაც მან კლუბის სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი სიცრუეში დაადანაშაულა, "ბლაუგრანაში" ვითარება შესამჩნევად დაძაბა.

მადრიდული გამოცემა Marca იტყობინება, რომ დღევანდელ სავარჯიშო სესიაში "ლა პულგა" სერიოზული სახითა და ჩაფიქრებული მზერით ჩაერთო.

ამავე გამოცემის ცნობით, "ბლაუგრანას" თავკაცმა, კიკე სეტიენმა ვითარების განმუხტვა სცადა და ახალი თამაში უნდა მოეფიქრებინათ: ფეხბურთელებს ბურთი ერთმანეთისთვის უნდა გადაეწოდებინათ და პროცესში რაიმე სასაცილო ეთქვათ.

წყაროს მიხედვით, ამან მოთამაშეები გაამხიარულა და დაძაბულობა მოხსნა კიდეც, თუმცა ზოგადი ვითარება რომ არაჯანსაღია, ეს აშკარა გახლავთ.

6 თვის წინ
2517 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 607
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი