logo

გუნდში განხეთქილებაა - მორიგი მინიშნება [ვიდეო]

"ბარსელონას" ფეხბურთელების ჩვეული რიტუალი გახლდათ, რომ უშუალოდ შეხვედრის დაწყების წინ მინდორზე ისინი ერთად იკრიბებოდნენ.

ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბოლო მატჩებში "ბლაუგრანას" მოთამაშეები ამას აღარ აკეთებენ. "ლევანტესთან" ჯახის შემდეგ ამის თაობაზე მათ კიკე სეტიენსაც ჰკითხეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

ახლა კი ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია, რომ ანტუან გრიზმანი და სერხი რობერტო "ვალენსიასთან" დაპირისპირების წინ ჩვეული რიტუალისთვის ემზადებიან, თუმცა მესი მათ გაეცლება და გასახდელისკენ გაემართება; მას კი დანარჩენებიც მიყვებიან.

Marca-ს მოსაზრებით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ გუნდში ვითარება არაჯანსაღი გახდა.

6 თვის წინ
4924 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 607
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი