3 წლის და 2 თვის წინ
ლაპორტა და ჩავი ერთ საკითხზე ისევ ვერ თანხმდებიან
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, სერხიო ბუსკეტსის წასვლამ "ბარსელონას" საყრდენი ნახევარმცველის დამატების საჭიროება გაუჩინა, რის მოგვარებასაც კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს
უკვე ვიცით, რომ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის ფავორიტი მარტინ ზუბიმენდია.
თუ ჟერარ რომეროს დავუჯერებთ, "მაესტროს" არჩევანს არ იზიარებს კლუბის პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა.
წყაროს თანახმად, "ბარსას" მმართველს ყველაზე მეტად "ვულვზის" პორტუგალიელი შუახაზელი რუბენ ნევეში მოსწონს.
ლაპორტას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ნევეშის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან. ტრანსფერის განხორციელებისთვის ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა, მაგრამ ჩავის პოზიცია, დიდი ალბათობით, გადამწყვეტი გამოდგება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზუბიმენდის ღირებულება 60 მილიონი ევროა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
9 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
10 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
10 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
10 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი