1 კვირის და 1 დღის წინ
ვინ უკაპიტნებს "ბარსას" მესის დაბრუნების შემთხვევაში
ვინ უკაპიტნებს "ბარსას" მესის დაბრუნების შემთხვევაში

2022/2023 წლების სეზონი "ბარსელონას" კაპიტნებისთვის მეტად მტკივნეული გამოდგა. 2022 წლის ნოემბერში ჯერ ჟერარ პიკემ დატოვა კლუბი, ბოლო კვირებში კი ცნობილი გახდა, რომ ზაფხულში გუნდს სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბაც შეიცვლიან.

ამ მომენტისთვის, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტნის სტატუსს სერხი რობერტო ატარებს, მაგრამ ვითარება შეიძლება შეიცვალოს.

Diario AS-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ლიონელ მესი "ბლაუგრანაში" დაბრუნდა, იგი ჩაიბარებს კაპიტნის სამკლავურსაც.

როგორც ესპანური გამოცემა წერს, ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის კაპიტნობას გასახდელში არავინ ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობების თანახმად, "ბარსელონას" კაპიტნების ოთხეულს ახლა სერხი რობერტო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რონალდ არაუხო და რობერტ ლევანდოვსკი შეადგენენ.

რაც შეეხება მესის, ზაფხულში იგი თავისუფალი აგენტი ხდება. მიმდინარე სეზონში "ლა პულგა" "პარი სენ-ჟერმენს" 20 გოლითა და 20 საგოლე გადაცემით დაეხმარა.


Facebook კომენტარები