3 წლის და 5 თვის წინ
მიბაძავს თუ არა კიმიხი ლევანდოვსკის - "ბარსას" მოლოდინი
ავტორი
Aa
"ბარსელონას" პრიორიტეტული ამოცანა დაცვითი ტიპის ნახევარმცველის შეძენაა, - იუწყება Mundo Deportivo.
ჩავი ერნანდესს მსოფლიო დონის ფეხბურთელის დამატება სურს. კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, მთავარი კანდიდატები იოზუა კიმიხი (ბაიერნი) და მარტინ ზუბიმენდი (რეალ სოსიედადი) არიან.
კიმიხის ტრანსფერის განხორციელება ძალიან რთულად მიიჩნევა, რადგან "რეკორდმაისტერს" 28 წლის ვარსკვლავის გაშვება არ უნდა.
"ბარსელონაში" ისიც იციან, რომ ლევანდოვსკისგან განსხვავებით, იოზუა წასვლის უფლების მიცემას არ მოითხოვს. ის, რაც რობერტმა 2022 წლის ზაფხულში გააკეთა, გერმანელისგან გამორიცხულია.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 46 მატჩში კიმიხმა თავი 7 გოლითა და 11 ასისტით გამოიჩინა.
Transfermarkt-ი იოზუას 80 მილიონ ევროდ აფასებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი