Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონამ" უსმან დემბელეს ახალი, 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
შეთავაზების შესწავლით ახლა ფრანგი გარემარბის აგენტი, მუსა სისოკოა დაკავებული. სწორედ ამის შემდეგ გაეცნობა პირობებს თავად უსმანი.
"ბლაუგრანაში" სურთ, რომ შეთანხმება 30 ივნისამდე შედგეს. 30 ივნისს დემბელეს გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევრო ხდება, რაც "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" მეტად სახიფათოა.
არსებული მოლოდინის თანახმად, 26 წლის შემტევი კლუბს ივნისში, საფრანგეთის ეროვნული გუნდის შეკრებაზე წასვლამდე შეუთანხმდება.
დემბელეს "კამპ ნოუზე" უნდა დარჩენა, ამიტომ მოვლენათა სხვაგვარი სცენარით განვითარება თითქმის გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში უსმანმა "ბარსელონას" მაისური 33 შეხვედრაში მოირგო. მან თავი 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.