Diario AS-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონა" ჟერარდ პიკეს შემცვლელად ფელიპეს განიხილავს.
პიკემ მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ის მოედანს მიღმა მარტამდე იქნება, შესაბამისად კატალონიელებმა მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს.
მის გარდა, კატალონიური კლუბი ერიკ გარსიას დამატებას განიხილავს. "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.
რაც შეეხება ფილიპეს, "ბლაუგრანა" მისი იჯარით დამატებას ეცდება.