11 თვის წინ
"ბარსას" კაპიტნობის კიდევ ერთი კანდიდატი გამოუჩნდა
"ბარსას" კაპიტნობის კიდევ ერთი კანდიდატი გამოუჩნდა

"ბარსელონადან" ერთ სეზონში ჟერარ პიკეს, სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას წასვლამ გუნდის კაპიტნების ოთხეულის დაკომპლექტების საკითხი მეტად აქტუალური გახადა, რადგან ხსენებული სამეული სწორედ ამ ოთხეულში შედიოდა.

დღევანდელი მოცემულობით, "ბლაუგრანას" კაპიტანი სერხი რობერტოა, ვიცე-კაპიტანი კი - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. დარჩენილი ორი პოზიცია ვაკანტურია.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ბოლო ცნობების მიხედვით, ორ ადგილს რონალდ არაუხო და რობერტ ლევანდოვსკი დაიკავებენ.

განსხვავებული აზრი აქვს SPORT-ის ჟურნალისტ ივან სან ანტონიოს. წყაროს თანახმად, "ბარსას" ერთ-ერთი კაპიტნობის საკმაოდ კარგი შანსი აქვს ნიდერლანდელ ნახევარმცველს, ფრენკი დე იონგს.

"ბარსას" გასახდელში ფიქრობენ, რომ დე იონგს საკაპიტნე უნარები ნამდვილად აქვს და გუნდის წარმომადგენლობაც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი "ბარსაში" 2019 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 41 მატჩში ფრენკიმ 2 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები