2 წლის და 11 თვის წინ
გადაწყდა - ეცდება თუ არა "ბარსა" კარასკოს ყიდვას
ავტორი
Aa
"ბარსელონაში" იანიკ ფერეირა კარასკოს ტრანსფერზე კონსესუსს მიაღწიეს, - იუწყება ტონი ხუანმარტი.
Relevo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, ბელგიელი შემტევის მიერ სეზონის მეორე ნახევარში ნაჩვენები თამაში საკმარისი აღმოჩნდა, რათა "ბლაუგრანაში" მისი გადაბირების საჭიროებაზე შეთანხმებულიყვნენ.
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდაპირველი პირობის მიხედვით, "როხიბლანკო" 29 წლის ფეხბურთელს 9 მილიონ ევროდ შეელეოდა.
მოლაპარაკებები ჯერ არ განახლებულა, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" იციან, რომ კარასკოში 20 მილიონ ევროს არ გადაიხდიან.
იანიკით დაინტერესებულნი არიან ინგლისური კლუბებიც.
აქვე გეტყვით, რომ მარცხენა შემტევმა მიმდინარე სეზონის 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა. იანიკმა თავი 10 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები