Diario AS-ის ჟურნალისტმა ხავი მიგელმა "ბარსელონასთვის" საყრდენი ნახევარმცველის მოსაძებნად მიმდინარე ოპერაციის შესახებ ისაუბრა.
წყაროს თანახმად, ჩავი ერნანდესი კლუბისგან უმაღლესი დონის საყრდენის მიყვანას ითხოვს. აქედან გამომდინარე, "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" არსებობს ოთხი ვარიანტი:
როდრი (მანჩესტერ სიტი)
მარკო ვერატი (პსჟ)
იოზუა კიმიხი (ბაიერნი)
მარტინ ზუბიმენდი (რეალ სოსიედადი)
ოთხეულიდან გამორიცხული როდრის დამატებაა, რადგან "სიტიზენები" მას არაფრის ფასად შეელევიან. ყველაზე სასურველი ვარიანტი კიმიხია, ყველაზე რეალური კი - ზუბიმენდი.
ვერატიზე ითქვა, რომ მას ლიონელ მესის გვერდით სურს თამაში, რაც "ბლაუგრანას" წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს იტალიელის ასაკი და ღირებულება.
ცნობისთვის, საყრდენის შეძენის აუცილებლობა კატალონიელებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც სერხიო ბუსკეტსმა "კამპ ნოუდან" აბარგების გადაწყვეტილება მიიღო.