როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ლა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის ჩემპიონია. კატალონიელებმა ჩემპიონობა ტურნირის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდეს.
მადრიდულმა Marca-მ დღეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიერ ტრიუმფით გამომუშავებული თანხის შესახებ გვამცნო.
წყაროს თანახმად, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის დაკავებამ "ბარსას" 60.64 მილიონი ევრო მოუტანა. მეორეადგილოსანმა 53.51 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
რაც შეეხებათ ოთხეულის დარჩენილ წევრებს, მესამეადგილოსნის წილი 46.37 მილიონი ევროა, მეოთხეადგილოსნისა კი - 39.24 მილიონი.
თუ მხოლოდ სატელევიზიო უფლებებს ავიღებთ, ივარაუდება, რომ იქიდან "ბარსელონა" დაახლოებით 150 მილიონ ევროს მიიღებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამ თანხის 25% "ბარსას" პარტნიორ საინვესტიციო ჯგუფში, Sixth Street-ში წავა.
ცნობისთვის, ლა ლიგა "ბარსამ" ისტორიაში 27-ედ მოიგო.