2 წლის და 11 თვის წინ
ჩავი ერნანდესი: “მოტივაციის პოვნა მარტივი არ იყო”
ჩავი ერნანდესი: “მოტივაციის პოვნა მარტივი არ იყო”

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ლა ლიგის 37-ე ტურის შეხვედრაში “მალიორკას” დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში ეს ბოლო მატჩი იქნება კამპ ნოუზე.

მატჩის წინ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მედიასთან ისაუბრა:

“ამ დღეებში ადვილი არ იყო ლიგის ტიტულის მოგების შემდეგ მოტივაციის პოვნა, მაგრამ ხვალ უნდა დავემშვიდობოთ კამპ ნოუს მომდევნო სეზონამდე. ასევე სერხიო ბუსკეტსსა და ჟორდი ალბასაც უნდა დავემშვიდობოთ”. - განაცხადა ჩავი ერნანდესმა.

ცნობისთვის, “ბარსელონასა” და “მალიორკას” დაპირისპირება 28 მაისს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები