პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ დღეს გვამცნო, რომ "ბარსელონამ" "ვულვზის" 26 წლის ნახევარმცველის, რუბენ ნევეშის ტრანსფერი დახურა.
წყაროს თანახმად, "მგლები" და "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 30 მილიონი ევროს ღირებულების გარიგებაზე შეთანხმდნენ. ტრანსფერში შეიძლება ჩართონ ანსუ ფატიც.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა გაცილებით სანდო წყარო, მატეო მორეტო.
იტალიელი ჟურნალისტის მიხედვით, "ბარსა" და "ვულვზი" არაფერზე შეთანხმებულან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ "მოლინიუზე" გადაბარგება არც სურს თავად ანსუ ფატისაც.
ნევეშსა და ფატის ერთი აგენტი, ჟორჟე მენდეში ჰყავთ, თუმცა 20 წლის თავდამსხმელის გადარწმუნება მაინც ძალიან რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ნევეშის ტრანსფერის განხორციელება ძალიან უნდა "ბლაუგრანას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას. ლაპორტას პოზიციას არ იზიარებს ჩავი ერნანდესი, რომლის აზრით, რუბენი მისთვის სასურველ მახასიათებლებს არ ფლობს.