ალბათ კარგად გახსოვთ, "იუვეს" და "ბარსას" წინა დაპირისპირება, რომლის შემდეგაც "ბლაუგრანას" ტვიტერის გვერდმა სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
"მოხარულები ვართ, რომ საუკეთესო მოთამაშე თქვენ მოედანზეც იხილეთ."
ბუნებრივია ამ პოსტს "იუვეს" ტვიტერის გვერდიც გამოეხმაურა:
"სავარაუდოდ, ლექსიკონში სიტყვა არასწორად მოძებნეთ. საუკეთესოს კამპ ნოუზე იხილავთ."
დღევანდელი მატჩის შემდეგ კი ტურინული გუნდის გვერდმა სოციალურ ქსელში თავი შეგვახსენა და შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: "ჩვენ სიტყვა შევასრულეთ: ის ჩამოგიყვანეთ." - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.