როგორც მოგეხსენებათ, 6 ივნისს "ბარსელონა" ტოკიოში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, სადაც ანდრეს ინიესტას "ვისელ კობეს" დაუპირისპირდება.
ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ამ შეხვედრის სარეკლამო ვიდეორგოლი, სადაც ინიესტა თავის ყოფილ თანაგუნდელს, სერხიო ბუსკეტსს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრება.
ყოფილ თანაგუნდელებს შორის საკმაოდ საინტერესო დიალოგი წარიმართა.
ინიესტა: "ვისელ კობესთან" ორი მატჩი მაქვს დარჩენილი. ძალიან მინდა, რომ აქ მოხვიდეთ. თქვენ უკვე ჩემპიონები ხართ და იაპონიაში სეზონი მთავრდება. თითოეულ გუნდში თითო ტაიმის თამაში მქონდა დაგეგმილი (ერთი "ბარსელონას" მაისურით, ერთი - "ვისელ კობეს"). ცოტათი გავერთობოდით."
ბუსკეტსი: "მოდი, მწვრთნელიც ვათამაშოთ."
რა გასაკვირია, რომ მწვრთნელში სერხიომ ჩავი ერნანდესი იგულისხმა. ჩავი-ბუსკეტსი-ინიესტამ ტრიომ ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, ამიტომ მათი კიდევ ერთხელ ნახვა ყველასთვის სასიხარულო იქნებოდა. მიუხედავად ამისა, უდიდესი ალბათობით, სერხიოს ხუმრობა ხუმრობადვე დარჩება.
აქვე გეტყვით, რომ ინიესტა "ვისელ კობედან" წასვლა გადაწყვეტილია. ესპანელი ლეგენდა კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს, თუმცა არც ის ვიცით, რომელ გუნდში გადაბარგდება იგი.