"ბარსელონას" ლა ლიგის 37-ე ტურის მატჩი ელოდება, რომელშიც შინ "მალიორკას" მიიღებს.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ეს "ბლაუგრანას" ორი ლეგენდისთვის - სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბასთვის უკანასკნელი საშინაო შეხვედრა იქნება "კამპ ნოუზე". ვეტერანი ესპანელები "ბარსას" სეზონის დასრულებისთანევე დატოვებენ.
ბუსკეტსისა და ალბას შესახებ აქამდეც ვიცოდით, თუმცა ფერან კორეასი წერს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ეს მატჩი შეიძლება კიდევ 3 ფეხბურთელისთვის იყოს ბოლოსწინა.
"სპოტიფაი კამპ ნოუზე" დღეს შეიძლება ბოლოჯერ ითამაშონ ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც ანსუ ფატი, ფერან ტორესი და ფრანკ კესიე არიან," - იუწყება ჟურნალისტი.
"ბარსელონას" დატოვება არცერთ მათგანს სურს, მაგრამ კლუბს შეთავაზებები აქვს, ფინანსური სიტუაციის გასაუმჯობესებლად კი ფეხბურთელების გასხვისება საჭიროა.
კესიეს მილანის "ინტერს" უკავშირებენ, ტორესით ბოლოს "ნიუკასლ იუნაიტედი" დაინტერესდა, ფატი კი "ვულვზისა" და "არსენალის" რადარებზეა.